ნევილი: "ლივერპული" იდეალური გუნდი არ არის

ნევილი: "ლივერპული" იდეალური გუნდი არ არის მანჩესტერ "იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი, "ლივერპულის" შესახებ საუბრობს. მან ასევე კომენტარი გააკეთა ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებითაც.

”ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა, მომდევნო სეზონში მასში გამარჯვების მოპოვება, შემდეგ ტურნირიდან გამოვარდნა, რათა პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება რეალური გამხდარიყო, ეს ყველაფერი დიდი ემოციური ტვირთი იყო ლივერპულის ფეხბურთელებისთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული ფაქტები 3 წლის განმავლობაში მოხდა. იგივე შედეგის მისაღწევად ზეადამიანური ძალისხმევაა საჭირო.

ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ მოსალოდნელია მცირედი ვარდნა, თუ ხელმძღვანელობა რაიმე სტიმულს არ მისცემს საკუთარ გუნდს. მათ ისეთი რამ უნდა მისცენ კლუბს, რაც ემოციურ ფონს მყისიერად აამაღლებს.

ტიაგო მათთვის დიდი შენაძენი იქნებოდა. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. ალკანტარა მათ საჭირო კლასით უზრუნველყოფდა.

"ლივერპული" არ არის იდალური გუნდი. მათ ჰყავთ მეკარე, ცენტრალური მცველი და მსოფლიო დონის თავდამსხმელები. მათ ნამდვილად ჰყავთ კარგი ნახევარმცველები, რომელთაც კარგი სამუშაო ეთიკა გააჩნიათ, მაგრამ ტიაგოს შეძენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თავისი გადაცემებისა და ინტელექტის დონით ალკანტარა თამაშს უხელმძღვანელებდა. ”
-ციტირებს გამოცემა Goal გარი ნევილის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.