Sport.es: ვიქტორ ვალდესი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

Sport.es: ვიქტორ ვალდესი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს "ბარსელონას" ყოფილი კარის დარაჯი და "ჰორტას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ვალდესი,ლიონელ მესის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

”ამ სიტუაციამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან ეჭვი არ მეპარება არც ლიონელში, არც მის ხარისხში და არც იმაში თუ რას წარმოადგენს იგი "ბარსელონასთვის." მე ძალიან განაწყენებული ვიყავი, მესის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი კომენტარის გამო. მოხარული ვარ, რომ ის კლუბში დარჩა. თავისი გადაწყვეტილებით იგი შეძლებს ბედნიერება მიანიჭოს მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება." - ციტირებს გამოცემა Sport.es ვიქტორ ვალდესის სიტყვებს.

ლიონელ მესი, რომელიც კლუბის დატოვებაზე ფიქრობდა, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს : "ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ კლუბის დატოვების უფლება მქონდა, რადგან პრეზიდენტს ნათქვამი ჰქონდა, რომ კლუბის დატოვება ყოველი სეზონის ბოლოს შემეძლო. ახლა ხელმძღვანელობა მიმითითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 10 ივნისამდე უნდა გამეცხადებინა, როდესაც ჯერ კიდევ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით, კორონავირუსის პერიოდში, რომელმაც მთელ სეზონზე იქონია გავლენა.

სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე აქ დარჩენა. კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბარსელონას დატოვების ერთადერთი გზა პირგასამტეხლოს 700 მილიონი ევროს გადახდაა, რაც წარმოუდგენელია. იყო მეორე ვარიანტი სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ მართმსაჯულების წინაშე ვერ დავაყენებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს და მოსვლის დღიდან უამრავი რამ მომცა. ბარსელონა ჩემი ცხოვრების კლუბია, აქ მთელი კარიერა გავატარე
" - აცხადებდა ლიონელ მესი

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.