ფერარის ხელმძღვანელობა ფორმულა 1-ში შუმახერის შვილს ელის

ფერარის ხელმძღვანელობა ფორმულა 1-ში შუმახერის შვილს ელის «ფერარის» ხელმძღვანელი მატია ბინოტო აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის მიკ შუმახერისთვის «ფორმულა 1»-ში უკვე ამზადებს ადგილს. გერმანელი ამ მომენტისთვის «ფერარის» ახალგაზრდული პროგრამის სახელით მონაწილეობს, ხოლო მიმდინარე სეზონში «ფორმულა 2»-ში ასპარეზობს.

— ფორმულა 2-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს», — ამბობს ბინოტომ Bild am Sonntag ინტერვიუში.

— მისი მიზანი პროგრესის მიღწევა იყო, რასაც აკეთებს კიდეც. მალე განვიხილავთ მომავალი წლისთვის მისი საქმიანობის ვარიანტებს.

— ვფიქრობ მომავალი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ფორმულა 1-ის პატარა გუნდთან ერთად მუშაობა, სადაც შუმახერი ყველაფერს ისწავლის და ეტაპობრივად განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მიკი შვიდი გზის მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ შუმახერის შვილია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.