RTL: გრიზმანი მესისთან არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს

RTL: გრიზმანი მესისთან არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესისთან არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს. გრზიმანის განცხადებით, მას ანალოგიური შემთხვევა კილია მბაპესთან მიმართებითაც ჰქონდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.

"ჩემსა და ლიონელ მესის შორის არსებული ურთიერთგაგება, ძალიან მაგონებს კილიან მბაპესთან განვლილ საწყის პერიოდს. კილიანთან, გარკვეული სირთულეები მქონდა, ხსენებული ფაქტის აღმოსაფხვრელად კი დიდი დრო დაიხარჯა, მესისთანაც ზუსტად ასე იქნება." - ციტირებს ანტუან გრიზმანის სიტყვებს გამოცემა RTL

გრიზმანი "ბარსელონას" შემადგენლობაში 2019 წლის ზაფხულში, მადრიდის "ატლეტიკოდან" გადავიდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 120 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 35 მატჩში. გამოირჩა 9 გატანილი გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით. მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.