FIDE: თბილისი ალტერნატიულ პლატფორმად დამტკიცდა

"ეკატერინბურგის კონტრაქტის თანახმად - ქალაქი, რომელმაც პირველი ტურის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეძლო (2020 წლის მარტი), კვლავ რჩება ქალაქ-ორგანიზატორად. მიუხედავად ამისა, კორონავირუსული პანდემიის გათვალისწინების გამო, FIDE-ემ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით პლატფორმად გამოაცხადოს კიდევ ერთი სარეზერვო ქალაქი. საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ოფიციალურად დამტკიცდა ალტერნატივად.
ქალაქი მზადაა, იმავე პერიოდში უმასპინძლოს დაგეგმილ ღონისძიებას. გარდა ამისა, ჩვენ დამატებით კომუნიკაციაში ვართ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა ალტერნატივები შევქმნათ, იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთში და საქართველოში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება." - ვკითხულობთ ხსენებულ განცხადებას FIDE-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
კანდიდატთა ტურნირი, კორონავირუსის გამო დროებით შეწყვეტილად გამოცხადდა. მოცეუმლ მომენტში, სატურნირო ცხრილს ორი გამორჩეული ლიდერ ჰყავს, რომლებსაც თანაბარი 4,5 ქულა აქვთ მოგროვებული. ეს მოჭადრაკეები არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი იან ნეპომნიაჩში და ფრანგი საერთაშორისო დიდოსტატი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი.