ფაბრიციო რომანო: "დორტმუნდი" 120 მილიონ ევროს ითხოვს

სანჩოს ხსენებულ კლუბში გაწევრიანება სურს, მასთან მოლაპარაკებების დროს "წითელ ეშმაკებს" არასდროს ჰქონიათ რაიმე სირთულე.
დორტმუნდის "ბორუსია" მზად არის ნახევარმცველი 120 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში გაუშვას. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სანჩო "შავ-ყვითელთა" რიგებში დარჩება - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნობს.
გასულ სეზონში 20 წლის შემტევს საოცარი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. სანჩომ გერმანიის ჩემპიონატის 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა 17 გატანილი გოლით და 16 შედეგიანი გადაცემით. ხსენებული ფეხბურთელი მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
Jadon Sancho has an agreement on personal terms with Man United by months. Never had problems, he’d love to join #MUFC. It’s up to the club - €120m to BVB or nothing.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 9, 2020
The real story about contract and agents fee, told today on Here we go podcast 🚨🎧 > https://t.co/iAyq3POGUJ https://t.co/vFzy2GC8a5