მიჩუ: ჰოლანდს დიდებული მომავალი ელის

მიჩუ: ჰოლანდს დიდებული მომავალი ელის "სუონს სიტის" ყოფილი თავდამსხმელი მიჩუ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

”ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჰოლანდი თავის ერთ-ერთ კუმირად მიმიჩნევს. ერლინგი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ფეხბურთში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მას აქვს ყველაფერი: ახალგაზრდაა, არის ეფექტური, ძალიან სწრაფია, მიუხედავად სიმაღლისა, კარგად თამაშობს ორივე ფეხით. ვფიქრობ, ის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ევროპის მასშტაბით.

მბაპეს გარდა, მსგავსი გარღვევა ევროპული ფეხბურთში არასდროს მინახავს, ჰოლანდი ძალიან ახალგაზრდაა, მას ნათელი გონება აქვს. ერლინგს მალე ვიხილავთ ისეთ ძლიერ გუნდში, როგორიცაა მადრიდის "რეალი", მანჩესტერ "სიტი" ან მიუნხენის "ბაიერნი".

ჰოლანდი ჯერ კიდევ ბავშვია, მას ბევრი აქვს სამუშაო, თუმცა როგორც ჩანს, დიდი მომავალი ელის. თუ ის პროგრესს გააგრძელებს, ის აუცილებლად იბრძოლებს ოქროს ბუთსისა და ოქროს ბურთისთვის. ამისათვის მას ყველაფერი გააჩნია"
- ციტირებს მიჩუს სიტყვებს გამოცემა Marca.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.