ოზილმა ოცნების თერთმეტეული დაასახელა

მესუთ ოზილის ოცნების გუნდის შემადგენლობა ასეთია: იკერ კასილასი - ფილიპ ლამი, სერხიო რამოსი, ჟერომ ბოატენგი, მარსელო - ჩაბი ალონსო, სანტი კაზორლა - ანხელ დი მარია, კაკა, კრიშტიანუ რონალდო - კარიმ ბენზემა.
მესუთ ოზილი ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში 2013 წლის სექტემბერში, მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. სატრანსფერო თანხა 47 მილიონი ევრო იყო. გასულ სეზონში 31 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ყველა მათგანში ძირითად თერთმეტეულში იყი წარმოდგენილი). გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.