«ბაიერნმა» ივან პერიშიჩს მადლობა გადაუხადა

ℹ️ Ivan #Perisic will return to Inter Milan after his one-year loan spell.
— CHAMPIONS OF EUROPE 🏆 (@FCBayernEN) September 9, 2020
Thank you for everything, Ivan! 🙏#MiaSanMia pic.twitter.com/2R7QgDsfrG
31-წლის ხორვატმა ბავარიულ გრანდში 1 სეზონი გაატარა. გერმანიის ჩემპიონმა «ინტერს» პერიშიჩის არენდისთვის ხუთი მილიონი ევრო გადაუხადა და ხორვატის გამოსყიდვაც შეეძლო 20 მილიონ ევროდ.
როგორც უკვე გაცნობეთ ჩვენს წინა სტატიაში ბავარიული გრანდის მესვეურები სატრანსფერო ღირებულების შემცირებას ცდილობდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
2019/20 წლების სეზონში ივან პერიშიჩმა რეკორდმაისტერის მაისურით ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, ხორვატის მონაგარი 8 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.
31-წლის შემტევმა რეკორდმაისტერის რიგებში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება შეძლო.