ოფიციალურად: საქართველო vs. რუსეთი – 1 ნოემბერს გაიმართება

Rugby Europe-მა 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომ «ბორჯღალოსნებისა» და «დათვების» მატჩის გამართვა შეუძლებელი იქნებოდა.
მოსალოდნელია, რომ საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. სავარაუდოდ, Rugby Europe-ის მოთხოვნის საფუძველზე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ შეხვედრის თარიღი და ჩატარების ადგილი მომავალში შეიცვალოს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი შეხვედრის გამართვაა დაგეგმილი 1 ნოემბერს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რუმინეთი ბელგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთსა და პორტუგალიას შორის მატჩი15 ნოემბერს შედგება.