Football Italia: სანდრო ტონალი მილანში იმყოფება

Football Italia: სანდრო ტონალი მილანში იმყოფება საფეხბურთო კლუბ "ბრეშას" ნახევარმცველი სანდრო ტონალი მილანში იმყოფება. ფეხბურთელი ყველა საჭირო დოკუმენტაციას შეავსებს, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და "როსონერის" რიგებში ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდება. ხსენებული ინფორმაციის შესახებ გამოცემა Football Italia წერს.

სულ რამდენიმე დღის წინ, "ბრეშას" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა - "ვიცი, რომ ბეპე მაროტას, მართლაც სურდა ტონალის გაფორმება. იგი მას ძალიან აფასებს. ვფიქრობ სანდროს აგენტმა "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია. იყო განცდა, რომ ეს ფეხბურთელი "ინტერში" გადავიდოდა, თუმცა დრო გადიოდა, სეზონი მოგვიახლოვდა და არაფერიც არ მოხდა. როდესაც საქმეში "მილანი" ჩაერთო, ტონალის უკვე არანაირი ვარიანტი აღარ აინტერესებდა. დიახ, მეც კარგი ურთიერთობა მაქვს მილანთან და უშუალოდ პაულო მალდინისთან."

"სანდრო ტონალით ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონა" და მანჩესტერ "იუნაიტედი", თუმცა თავად ფეხბურთელი "მილანს" აღმერთებს და უბრალოდ გაგიჟდა, როდესაც გაიგო, რომ ეს კლუბი მის აყვანას ცდილობდა. ის "მილანის" გულშემატკივარია. იანვრის თვეში "ბარსელონამ" 65 მილიონი ევრო შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ არ მივიღეთ ეს წინადადება, ცოტა მოგვიანებით მანჩესტერ იუნაიტედმა 10 მილიონით მეტი შემოგვთავაზა, ვიდრე მილანმა"
- აღნიშნავდა ჩელინო.

გამოცემა Football Italia აღნიშნავს, რომ ხსენებული ფეხბურთელი "მილანის" შემადგენლობაში შესაძლოა არენდის წესით ჩაირიცხოს. როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოესი პერიოდი გვიჩვენებს.

2019/2020 წლების სეზონში ნახევარმცველმა "ბრეშას" რიგებში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და მიითვალა შვიდი საგოლე გადაცემა. ინტერნეტ პორტალი Transfermarkt-ი აღნინშულ ნახევარმცველს 32 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.