ფაბრიციო რომანო: "ბარსელონამ" დეპაისთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა

ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა, რაც სატრანსფერო ფასის განსაზღვრას უკავშირდება.
გარდა ამისა, "ბარსელონას" წარმომადგენლები საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველის - ჯორჯინიო ვეინალდუმის აგენტთანაც კონკრეტულ კომუნიკაციაში არიან, თუმცა კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკება ჯერჯერობით არ გამართულა - წერს ჟურნალისტი.
Memphis Depay have agreed personal terms with Barcelona after contacts started days ago. But final agreement is still to be reached between Barça and OL - talks ongoing.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 9, 2020
Barça are negotiating also with Wijnaldum agents - no opening bid to Liverpool yet. 🔵🔴 #FCB #LFC #transfers