«ბაიერნმა» ივან პერიშიჩი არ გამოისყიდა

შეგახსენებთ, რომ 31-წლის შემტევი რეკორდმაისტერში იჯარის წესით იყო განათხოვრებული. «მიუნხენის ბაიერნმა» «ინტერს» არენდისთვის 5 მილიონი ევრო გადაუხადა და გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენა. გაცნობებთ, რომ მიუნხენელებს პერიშიჩის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლოთ.
Kicker-ი იტყობინება, რომ ბავარიული გრანდის მესვეურები სატრანსფერო ღირებულების შემცირებას ცდილობდნენ, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.
ამრიგად 31-წლის ხორვატი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში დაბრუნდა.
2019/20 წლების სეზონში ივან პერიშიჩმა რეკორდმაისტერის მაისურით ჯამში 35 მატჩი ჩაატარა, ხორვატის მონაგარი 8 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა.
transfermarkt-ის ინფორმაციით ხორვატი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 17,5 მილიონ ევროს შეადგენს. პერიშიჩს მოქმედი კონტრაქტი ნერაძურისთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.