ვეინალდუმი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, იურგენ კლოპს დაელაპარაკება

ვეინალდუმი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, იურგენ კლოპს დაელაპარაკება საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" ცენტრალური ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გუნდის მთავარ მწვრთნელს - იურგენ კლოპს დაელაპარაკება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Independent ავრცელებს.

ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალას 2021 წლის ზაფხულში კარგავს.

ვეინალდუმის მომსახურებით დაინტერესებულია კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. ამ საკითხთან დაკავშირებით "ბარსელონაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაზეც უკვე ვწერდით. ხელმძღვანელობას ტიაგო ალკანტარა სურს, იგივე პოზიციაზე რონალდ კუმანის რჩეული კი ჯორჯინიო ვეინალდუმია.

29 წლის ფეხბურთელი ლივერპულის რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს. უფრო ადრე იგი "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ ნახევარმცველს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.