ნიკოლო სკირა: "ასტონ ვილა" ოლი ვატკენს იფორმებს

როგორც წყარო გვეუბნება, შეთანხმება უკვე მიღწეულია. "ასტონ ვილას" აღნიშნული გარიგება 30 მილიონი ევრო დაუჯდება. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც. ხელშეკრულება 5 წლიანი იქნება და შესაბამისად ვატკინსი "ასტონ ვილას" რიგებში 2025 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.
Done deal! Ollie #Watkins to #AstonVilla from #Brentford for €30M + add-ons. 5-year contract. Now #Villans are working to sign a new goalkeeper. #Smith's first choice remains Emiliano #Martinez: offered €20M to #Arsenal. #transfers #AVFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 9, 2020
ოლი ვატკინსი "ბრენტფორდის" შემადგენლობაში 2017 წელს ჩაირიცხა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 24 წლის ფეხბურთელს "ჩემპიონშიპის" 132 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მთლიანობაში იგი გამოირჩა 45 გატანილი გოლით და 16 შედეგიანი გადაცემით.