ბილ დონოვანი შესაძლოა «ფილადელფიას» მწვრთნელი გახდეს

წყარო იტყობინება, რომ მთავარი მწვრთნელის კანდიდატად «ფილადელფიაში» «კლიპერსის» ყოფილ ასისტენტს სემ ემიკსაც მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში «ჰიუსტონთან» 3:4 მარცხის შემდეგ «ოკლაჰომამ» ბილ დონოვანთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
ხოლო, პლეი-ოფის პირველ რაუნდში «ბოსტონთან» გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 მარცხის შემდეგ «სიკერსმა» მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრეტ ბრაუნი გაუშვა.