დანა უაითი ნიკ დიასის შესაძლო დაბრუნებას ადასტურებს

დანა უაითი ნიკ დიასის შესაძლო დაბრუნებას ადასტურებს UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა ლას-ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკ დიასთან დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლია.

«რაც შეეხება ნიკ დიასს, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაადრევად მიმაჩნია რაიმე კომენტარის გაკეთება. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ამას განვიხილავთ, თუმცა ნიკ დიასის დაბრუნების შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს», - ამბობს დანა უაითი.

პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის ნიკ დიასი ოქტაგონს მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია კი ESPN-ის მიმომხილველმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.

ჟურნალისტის განცხადებიდან მალევე, ტოტალიზატორებმა Strikeforce- ის ყოფილი ჩემპიონის შესაძლო ოპონენტის შესახებ ფსონების მიღება დაიწყეს. ნიკ დიასის ყველაზე რეალურ ოპონენტად ხორხე მასვიდალს მოიაზრებენ, რომელიც იანვარში ნიკის უმცროს ძმას ნეიტ დიასს უნდა დაუპირისპირდეს.

კონორ მაკგრეგორი ბუკმეიკერების სიაში მესამე ადგილს იკავებს.
  • ხორხე მასვიდალი: 3-1—თან
  • რობი ლოულერი: 7-2—თან
  • კონორ მაკგრეგორი: 4-1—თან
  • კარლოს კონდიტი: 9-2—თან
  • მაიკ პერი: 7-1—თან
  • დარენ ტილი: 8-1—თან
  • ანდერსონ სილვა: 9-1—თან

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.