ESPN: ატლეტიკო სუარესისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ESPN: ატლეტიკო სუარესისთვის ბრძოლაში ჩაერთო მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" ფორვარდის ლუის სუარესის გაფორმებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ESPN ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, მადრიდული კლუბის წარმომადგენლები 33 წლის ურუგვაელი შემტევის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და მათ კონკრეტული წინადადებითაც მიმართეს.

"ატლეტიკო" ლუის სუარესს ხელფასის უფრო მაღალ ოდენობას სთავაზობს, ვიდრე ამას "იუვენტუსის" წინადადება ითვალისწინებდა. თავად ფეხბურთელი "იუვენტუსს" უფრო პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილავს, რადგან მიიჩნევს რომ ტურინულ კლუბს უფრო მაღალი შანსი აქვს ევროტურნირებზე წარმატებას მიაღწიოს - აღნიშნავს გამოცემა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი ტურინელებს 2+1 წლიან ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა. წლიური გასამრჯელოს სახით კი 10 მილიონ ევროს მიიღებს. კატალონიელებთან არსებულ კონტრაქტს მოქმედების ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

გასულ სეზონში, სუარესმა ლა ლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და მიითვალა 8 ასისტი. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.