ოფიციალურად: "ნიუკასლმა" ჯამალ ლუისი გაიფორმა

ოფიციალურად: "ნიუკასლმა"  ჯამალ ლუისი გაიფორმა "ნორვიჩ სიტის" მცველი ჯამალ ლუისი "ნიუკასლ იუნაიტედის" შემადგენლობაში გადავიდა, ამის შესახებ ინფორმაციას ხსენებული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ტრანსფერის თანხამ 16,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. იგი "ნიუკასლ იუნაიტედში" 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

22 წლის ლუისი "ნორვიჩ სიტის" აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ სეზონში, ხსენებულმა უკანახაზელმა ინგლისის პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. (25 ძირითად შემადგენლობაში), გამოირჩა 1 გატანილი გოლით და მიიღო 4 ყვითელი ბარათი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.