RMC: ჟუნინიო პარნამბუკანო ქარიმ ბენზემას შესახებ საუბრობს

RMC: ჟუნინიო პარნამბუკანო ქარიმ ბენზემას შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ლიონის" სპორტულმა დირექტორმა ჟუნინიო პარნამბუკანომ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კარიმ ბენზემას მიმართ ფრანგული კლუბის ინტერესზე ისაუბრა.

”ჩვენი ოცნებაა, რომ კარიმმა აქ დაასრულოს საკუთარი პროფესიული კარიერა. "ლიონში" ყველას სურს, რომ მას ორი სეზონი აჩუქოს, რათა ბენზემამ შეძლოს და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს, გახდეს ჩვენი ლიდერი და ნამდვილი ბომბარდირი. ჩვენ გვჭირდება მისი გამოცდილება, ის დაგვეხმარება მატჩების მოგებაში ” - ციტირებს ჟუნინიოს სიტყვებს გამოცემა RMC.

ბენზემა "ლიონის" შემადგენლობაში 2005–2009 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ, ხსენებული თავდამსხმელი მადრიდის "რეალში" გადავიდა . იმ პერიოდში ტრანსფერმა 35 მილიონი ევრო შეადგინა. 2019/2020 წლების სეზონში ფეხბურთელმა 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 27 გოლი და მიითვალა 11 საგოლე გადაცემა. ინტერნეტ პორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.