La Gazzetta dello Sport: "იუვენტუსი" დიბალას ემშვიდობება?

წყაროს მტკიცებით, ტურინულ გრანდს ზემოხსენებული ფეხბურთელის გაყიდვა 90-100 მილიონი ევროს ფარგლებში სურს. მიღებულ თანხას კი შემადგენლობის გასაძლიერებლად გამოიყენებს. "იუვენტუსის" ახალი დამრიგებელი ანდრეა პირლო, არგენტინელ ნახევარმცველს ხელშეუხებელ მოთამაშედ არ აღიქვამს, ასე რომ შესაძლოა დიბალა სხვა გუნდში ვიხილოთ -აღნიშნავს გამოცემა.
პაოლო დიბალა "იუვენტუსის" შემადგენლობაში 2015 წელს ჩაირიცხა, მანამდე იგი საფეხბურთო კლუბ "პალერმოს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქიდან 25 მათგანში სასტარტო თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. იგი გამოირჩა 11 გატანილი გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით.