«ოკლაჰომა» მთავარ მწვრთნელს ემშვიდობება

55-წლის ამერიკელ სპეციალისტს ოკლაჰომასთან კონტრაქტი 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული. როდესაც ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი წამოიჭრა მხარეებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს დაშორებულიყვნენ.
შეგახსენებთ, რომ დონოვანმა 5-წლიანი კონტრაქტი ოკლაჰომასთან 2015 წელს გააფორმა. ამერიკელი სპეციალისტის მეთაურობით თანდერსი ყოველ წელს გადიოდა პლეი-ოფში, ხოლო 2016 წელს დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც მოახერხა გასვლა.
Thunder and Billy Donovan agree to mutually part ways. pic.twitter.com/ZJ41bImvSR
— OKC THUNDER (@okcthunder) September 9, 2020