«ბარსელონა» «მანჩესტერ სიტის» მცველით ინტერესდება

«ბარსელონა» «მანჩესტერ სიტის» მცველით ინტერესდება ცნობილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონა» «მანჩესტერ სიტის» ახალგაზრდა ესპანელი მცველით, ერიკ გარსიათია, დაინტერესებული.

Daily Mail იტყობინება, რომ კატალონიური კლუბი მზადაა 19 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ქალაქელებს 8 მილიონი ევრო გადაუხადოს. transfermarkt-ის ინფორმაციით ერიკ გარსიას მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

ერიკ გარსიას მოქმედი კონტრაქტი ქალაქელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. «მანჩესტერ სიტის» მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უკვე განაცხადა, რომ 19 წლის მცველმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

ახალ კონტრაქტზე უარის თქმის შემდეგ ერიკ გარსიას ესპანურ გრანდში ტრანსფერი სულ უფრო რეალური გახდა.

2019/20 წლების სეზონში ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა «მანჩესტერ სიტის» მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.