პაბლო კარენო-ბუსტა US Open-ის ნახევარ-ფინალში გავიდა

პაბლო კარენო-ბუსტა US Open-ის ნახევარ-ფინალში გავიდა ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონატის ნახევარ-ფინალურ ეტაპზე გასვლა ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ მოახერხა. 1/4 ფინალურ ეტაპზე 29 წლის ჩოგბურთელმა კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა.

შაპოვალოვთან შეხვედრაში პაბლო კარენო-ბუსტამ 5 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნახევარ-ფინალურ ეტაპზე ფინალის საგზურისთვის კარენო-ბუსტა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 სექტემბერს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ამერიკის ღია პირველობა

საპრიზო ფონდი: $53 402 000

მამაკაცებს შორის

1/4 ფინალური ეტაპი

პაბლო კარენო-ბუსტა (ესპანეთი, 20) — დენის შაპოვალოვი (კანადა, 12) — 3:6, 7:6 (7:5), 7:6 (7:4), 0:6, 6:3
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.