ფაბრიციო რომანო: "ინტერი" არტუროს ამ კვირაში გაიფორმებს

ფაბრიციო რომანო: "ინტერი" არტუროს ამ კვირაში გაიფორმებს კატალონიის "ბარსელონას" ჩილელი ლეგიონერი არტურო ვიდალი, მილანის "ინტერის" შემადგენლობაში შესაძლოა მიმდინარე კვირას ჩაირიცხოს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნობს.

მომავალი ხელშეკრულება 2 წლიანი იქნება და შესაბამისად ვიდალი "ნერაძურის" რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს. წლიური ანაზღაურების სახით, ხსენებული ნახევარმცველი, 6 მილიონ ევროს მიიღებს.

2019/2020 წლის სეზონში არტურომ "ბარსელონას" მაისურით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 8 გატანილი გოლით. 2019 წელს იგი "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.