რაფაელ ნადალი რომის «მასტერსზე» იასპარეზებს

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რაფაელ ნადას შეიძლება 2020 წლის ყველა ტურნირი გამოეტოვებინა, თუმცა ჩოგბურთის მოყვარულთა სასიხარულოდ, ესპანელი კორტს უბრუნდება.
— «ფორო იტალიკო» ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. ამ წელს ტურნირს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშნელობა ექნება, რადგან ტურნირს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავუბრუნდები», - განაცხადა რაფაელ ნადალმა.
რომის მასტერსი ორშაბათს 14 სექტემბერს აიღებს სტარტს და 21 სექტემბერს დასრულდება.