RMC Sport: "ლიდსი" დრაქსლერის შეძენით ინტერესდება

RMC Sport: "ლიდსი" დრაქსლერის შეძენით ინტერესდება ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებული "ლიდს იუნაიტედი" გასაძლიერებლად შესაბამის ვარიანტებს ეძებს. RMC Sport- ის ჟურნალისტის მოჰამედ ბოჰაფსის თქმით, კლუბი დაინტერესებულია "პარი სენ-ჟერმენის" 26 წლის გერმანელი ნახევარმცველის - იულიან დრაქსლერის გაფორმებით.

აღსანინშავია, რომ "ლიდსი" ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა, მათ ხსენებული საკითხი განიხილეს, თუმცა როგორც ირკვევა ამ დროისთვის თავად დრაქსლერი არ არის დაინტერესებული ხსენებული გარიგებით. იგი იმედოვნებს, რომ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ წელს გაატარებს.

დრაქსლერი პსჟ-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. უფრო ადრე იგი "ვოლფსბურგისა" და გელზენკირხენის "შალკე 04-ის" შემადგენლობაში გვევლინებოდა. 2012 წლიდან ეს ფეხბურთელი ბუნდესნაკრების რიგებშიც ასპარეზობს.

გამოცემა Le10sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ "პარი სენ-ჟერმენი" სახელფასო დანახარჯების ოპტიმიზაციის გამო, ფეხბურთელის გაყიდვაზე ფიქრობს. გამოცემა transfermarkt-ი 26 წლის ფეხბურთელს - 24 მილიონ ევროდ აფასებს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.