საქართველო 1 — 1 ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველო 1 — 1 ჩრდილოეთ მაკედონია C ლისის მეორე ტურის მატჩი გაიმართა საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები თითქმის მთელი მეორე ტაიმი უმცირესობაში იყვნენ ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. საქართველოს ნაკრები მე-13 წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში საკმაოდ მწვავედ შევიდა და მასზე უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა პენალტი დადო. 11-მეტრიანის ზუსტად რეალიზება თორნიკე ოქრიაშვილმა მოახერხა.

ჩრდილოეთ მაკედონიამ წონასწორობის აღდგენა 33-ე წუთზე მოახერხა. ბურთი ჩვენს კარში ზუსტი დარტყმით სტეფან რისტოვსკიმ გაიტანა.

შეხვედრის მეორე ტაიმში ვლადიმერ ვაისის გუნდი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარის მიმართულებით 13-ჯერ დაარტყა. 64-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონია უმცირესობაში დარჩა.

შეხვედრის მიწურულს სამი ქულის მოპოვება ლევან შენგელიას შეეძლო. თურქული გუნდის ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან დაარტყა მეტოქის კარში, თუმცა დამიან შიშკოსკიმ ბურთის მოგერიება მოახერხა.

ამრიგად C ლიგის ლიდერები ყაიმს დასთანხმდნენ.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.