პოლ ჯოჯრი: პაუზის პერიოდში კლიპერსმა ერთად დიდი დრო გაატარა

პოლ ჯოჯრი: პაუზის პერიოდში კლიპერსმა ერთად დიდი დრო გაატარა «კლიპერსის» ფორვარდი ცნობილ სპორტულ გამოცემა ESPN-თან ინტერვიუში კორონა ვირუსით გამოწვეულ პაუზის დროს იხსენებს. კალათბურთელის თქმით ლოს-ანჯელესის მოთამაშეებმა ერთად დიდი დრო გაატარეს.

«სან დიეგოში კავაიუს ვსტუმრობდი, შემდეგ ის მესტუმრა ლოს-ანჯელესში. ზოგჯერ დროს ერთად ვატარებდით, არა მხოლოდ ჩვენ ორნი, მთელი გუნდი. პაუზის პერიოდში, ჩვენ ერთად დიდი დრო გავატარეთ, რამაც კამპუსში ადაპტაციის პროცესს ხელი შეუწყო», – განაცხადა პოლ ჯორჯმა.

«გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი რის გამოც დრეს აქ ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ჩვენ ერთი მიზანი უნდა გვქონდეს და მიზანს უნდა მივაღწიოთ».

«თუმცა, ამ ყველაფერს შორეულ პერსპექტივაში უნდა შევხედოთ. თუ ჩემპიონები ვერ გავხდებით სამომავლოდ ეს ფაქტი ჩვენ უფრო მეტად შეგვკრავს და წინსვლას გავაგრძელებთ შემდეგ სეზონში. თუმცა ყველაფერი თანმიმდევრობით, აქ ჩემპიონისთვის ვართ და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა»,

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.