აგენტი: "ბარსელონაში" დიდი ცვლილებებია დაგეგმილი

აგენტი: "ბარსელონაში" დიდი ცვლილებებია დაგეგმილი ფილიპე კოუტინიოს აგენტი, კია ჯურაბჩიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კატალონიის "ბარსელონში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

”მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნმა" უეფას ჩემპიონთა ლიგას მოიგა, კომანმა კოუტინიოს დაურეკა. ფაქტიურად ეს მეორე დღესვე მოხდა. მან განუცხადა, რომ სულმოუთმენლად ელოდა მის "ბარსელონაში" დაბრუნებას. კატალონიურ კლუბში იგი 7 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ უკვე სექტემბრის დასაწყისშივე კოუტინიო ბარსელონაში ჩაფრინდა და ვარჯიშებს შეუდგა. მას არ სურდა არსებულ ფიზიკურ კონდიციებს რაიმე დაკლებოდა."

"ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ "ბარსელონა" რადიკალურად შეიცვლება. მათი ფილოსოფია, წინსვლის გაგრძელება, როგორც ეს შარშან სურდათ... მოიწვიეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კოუტინიო, დემბელე და გრიზმანი, ყველა ეს ფეხბურთელი გუნდში იქნება წარმოდგენილი."

კითხვაზე, გაანაწყენა თუ არა კოუტინიომ თავისი გატანილი გოლით კატალონიელები (იგულისხმება "ბარსელონასთან" გამართული პლეი-ოფის მატჩი) კია შემდეგი სახის პასუხს იძლევა -"რას ვიზამთ, ფეხბურთელი ვალდებულია თავის საქმე გააკეთოს, სწორედ ასე მოიქცა კოუტინიო. მან ეს ბრწყინვალედ შეძლო, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ სურდა "ბარსელონას" მისი დაბრუნება." - ციტირებს გამოცემა TalkSport ზემოხსენებული აგენტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.