ნოიერი აგვისტოს თვის ფეხბურთელად დასახელდა

ნოიერი აგვისტოს თვის ფეხბურთელად დასახელდა მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი, გულშემატკივრების ვერსიით აგვისტოს თვის ფეხბურთელად დასახელდა. 34 წლის კიპერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ოთხივე პლეი-ოფში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამი გოლი გაუშვა. მანუელ ნოიერმა 2019/2020 წლის სეზონი ისტორიული ტრებლის გაფორმებით დააგვირგვინა. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის "რეკორდმაისტერის" twitter-ის ოფიციალური გვერდი, შემდეგი სახის ვიდეოს აქვეყნებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.