ოფიციალურად: "ფიორენტინამ" ბონავენტურა გაიფორმა

”მოგესალმებით "ფიორენტინას" გულშემატკივრებო. ბონავენტურა ჩვენთანაა!" - წერდა იტალიური კლუბის პრესსამსახური ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
"Un saluto a tutti i tifosi, Forza Fiorentina!" 🗣️
— ACF Fiorentina (@acffiorentina) September 8, 2020
Jack Bonaventura è qui!#ForzaViola 💜 #Fiorentina pic.twitter.com/TQYFCknn5b
ბონავენტურა "მილანის" შემადგენლობაში 2014 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "ატალანტას" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 5,3 მილიონი ევრო შეადგინა. 31 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 5 შედეგიანი გადაცემა.