ბრაიდა: სუარესი ნებისმიერ ტოპ-კლუბს დაამშვენებდა

"სუარესი ნამდვილი მებრძოლია. მისი მეომარი სული, თანაგუნდელებს მუხტს აძლევს. მას აქვს შესაბამისი მახასიათებელი და დნმ, რომ "იუვენტუსის" ან სხვა რომელიმე ტოპ-კლუბის შემადგენლობაში იასპარეზოს. თუ იგი შესაბამის მოტივაციას გამოიჩენს, მაშინ მიუხედავად მისი ასაკისი (33 წელი) იგი ბრწყინვალე შენაძენი იქნება. რონალდოსთან მას პრობლემა არ ექნება. ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს ბრწყინვალედ გაუგებს, რადგანაც ხსენებული ფეხბურთელები დაბადებიდან გამარჯვებულის მენტალიტეტით არიან დაჯილდოვებულები." - ციტირებს ბრაიდას სიტყვებს გამოცემა Goal-ი.
ლუის სუარესი "ბარსელონას" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 33 წლის ურუგვაელ შემტევს გამოცემა transfermarkt-ი 28 მილიონ ევროდ აფასებს. პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.