Le10sport: დრაქსლერი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებს ტოვებს?

Le10sport.com– ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგულ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს, მიზეზად სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია სახელდება. იულიან დრაქსლერთან გაფორმებული ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ცნობილი ხდება, რომ ნახევარმცველის მომსახურებით ლევერკუზენის "ბაიერია" დაინტერესებული.
დრაქსლერი "პსჟ"-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. უფრო ადრე იგი "ვოლფსბურგისა" და გელზენკირხენის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში გვევლინებოდა. გერმანიის ეროვნული ნაკრბის რიგებში კი ამ ფეხბურთელს 2012 წლიდან იძახებენ.
გასულ სეზონში, გერმანელმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 5 საგოლე გადაცემით. გამოცემა transfermarkt-ი 26 წლის ფეხბურთელს - 24 მილიონ ევროდ აფასებს.