«მანჩესტერ სიტი» ანხელინიოს 30 მილიონ ევროდ აფასებს

Sky Sports იტყობინება, რომ ამ მომენტისთვის მხარეები კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტის ჩადებაზე მსჯელობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალაქელები 23-წლის ესპანელი განაპირა მცველის სატრანსფერო უფლებებს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.
ანხელინიო 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარში არენდის წესით იყო გასხვისებული «ლაიპციგში». ესპანელმა მცველმა 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ანხელინიოს ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
transfermarkt-ის ინფორმაციით ესპანელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული. ანხელინიოს მოქმედი კონტრაქტი «მანჩესტერ სიტისთან» 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.