ფაბრიციო რომანო: შიკი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს

წყაროს მტკიცებით, ხსენებულმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. სატრანსფერო ფასი კი 27 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსებსაც. აღნინშული ტრანსფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება - აღნიშნავს ჟურნალისტი.
შიკი "მგლების" შემადგენლობაში 2017 წლიდან გვევლინება. 2019/2020 წლის სეზონი, ამ ფეხბურთელმა არენდის წესის საფუძველზე "ლაიპციგის" რიგებში გაატარა. გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 შეხვედრაში შიკმა 10 გოლი და 2 ასისტი მიითვალა. 2016 წლიდან პატრიკი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.
Medicals completed and contract signed until June 2025. Patrik Schick joins Bayer Leverkusen on a permanent deal, confirmed. €27m + add ons to AS Roma. 🔴🤝 #transfers https://t.co/GVyzKJBVRr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 8, 2020