The Sun: ჰარი რედნაპი ბეილის შესახებ საუბრობს

The Sun: ჰარი რედნაპი ბეილის შესახებ საუბრობს "ტოტენჰემის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი მადრიდის "რეალის" შემტევის გარეტ ბეილის მომავალთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემს" ბეილის დაბრუნება სურს.

”ჰარი კეინი, სონ მინი, დელე ალი და ბეილი. მე რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე ვყოფილიყავი ოთხივე მათგანს ბრძოლაში ჩავრთავდი და მის მერე თამაშს მხოლოდ დავაკვირდებოდი. ბეილს შეუძლია "ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის ტიტულის პრეტენდენტად აქციოს. იგი ნამდვილი ლიდერია და როდესაც ვფიქრობ, დელეს შესახებ, რომელიც ამ სამეულის უკან იმოქმედებდა, ძარღვებში სისხლი მიდუღდება.

დელე ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ე.წ პლატოზე გავიდა, მაგრამ აჩვენებს ნიშნებს, რომ იგი იმ ფორმის დაბრუნებას იწყებს რაც მას ახასიათებდა. მას ეს დაემართა, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა იყო. "ტოტენჰემმა" მეტი ხალისი უნდა შესძინოს მას და ბეილი ნამდვილად დაეხმარება ამ საქმეში"
- ციტირებს გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს გამოცემა The Sun.

შეგახსენებთ, 2019/2020 წლების სეზონში გულშემატკივრებმა გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" ყველაზე ცუდ ფეხბურთელად აღიარეს. მან ესპანეთის ჩემპიონატის განვლილ სეზონში, 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 2 გოლის გაიტანით და 2 საგოლე გადაცემის განხორციელებით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.