დე როსი: სულ მალე სამწვრთნელო ლიცენზიას მოვიპოვებ

”ძალიან ახლოს ვარ სამწვრთნელო ლიცენზიის მოპოვებასთან და იმედი მაქვს, რომ მუშაობას რაც შეიძლება მალე დავიწყებ. "ფიორენტინა" დიდი კლუბია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხსენებული გუნდის, მთავარი მწვრთნელი გავხდე. ჩემთვის, სერია ა-ს ნებისმიერი კლუბი კარგი დასაწყისი იქნებოდა. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ნებისმიერი მთავარი მწვრთნელი საკუთარ თავს უყენებს” - ციტირებს დე როსის სიტყვებს გამოცემა Football Italia.
დე როსი რომას აღზრდილი ფეხბურთელია. მან რომაული კლუბის პირველ გუნდში ჯერ კიდევ 2002 წელს იასპარეზა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "მგლების" შემადგენლობაში 616 მატჩი ჩაატარა და 63 გოლი გაიტანა. არის უამრავი პირადი თუ გუნდური ჯილდოს მფლობელი.