«მანჩესტერ იუნაიტედი» მზადაა სერხიო რომერო გაყიდოს

«მანჩესტერ იუნაიტედი» მზადაა სერხიო რომერო გაყიდოს Express Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მანჩესტერ იუნაიტედის» მესვეურები მზად არიან 33-წლის არგენტინელი გოლკიპერი, სერხიო რომერო, კლუბიდან გაუშვან.

Express Sport იტყობინება, რომ მანკუნიანელებმა ზაფხულში არენდიდან დინ ჰენდერსონი დაიბრუნეს, ამიტომ 33-წლის მეკარეზე იმედებს აღარ ამყარებენ. «მანჩესტერ იუნაიტედის» გოლკიპერის შეძენის ერთ-ერთ მთავარ მსურველად ასტონ ვილა სახელდება.

გაცნობებთ, რომ 23-წლის ჰენდერსონი 2020 წლის 31 ივლისს შეფილდ იუნაიტედიდან დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რომერო წითელი ეშმაკების რიგებში 2015 წლიდან ირიცხება. 2019/20 წლების სეზონში 33-წლის არგენტინელმა «მანჩესტერ იუნაიტედის» შემადგენლობაში ჯამში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 ბურთი გაუშვა.

Transfermarkt-ის ცნობით სერხიო რომეროს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 2,8 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.