სერხიო რამოსი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

სერხიო რამოსი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერხიო რამოსი მზადაა სამეფო კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

წყაროს ინფორმაციით 34-წლის ესპანელი მადრიდის «რეალთან» კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ მზადაა ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბის მესვეურები ესპანელ ფეხბურთელს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდული კლუბის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. 2019/20 წლების სეზონში 34-წლის მცველმა 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რამოსის ანგარიშზე 13 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

სერხიო რამოსს მოქმედი კონტრაქტი მადრიდის «რეალთან» 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ესპანელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €14.50 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.