ხავიერ ძანეტი: «ინტერი მესიზე შეთავაზების გაგზავნას არ აპირებდა»

— ინტერი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ლიონელ მესიზე სატრანსფერო შეთავაზება გააკეთოს. სატრანსფერო ბაზართან მიმართებაში ჩვენ სხვა მიდგომა გვაქვს. ჯერ ჩვენ ვყიდით, შემდეგ ვყიდულობთ, რადგან ფინანსურს ფეირ-პლეის პატივი უნდა ვცეთ.
ამრიგად ლიონელ მესის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება აზრს მოკლებული იყო. გასათვალისწინებელია არგენტინელის სიტყვებიც, რომ კატალონია მისი სახლია, მისი ოჯახი. თუ ვნახავთ როგორ დასრულდა სიტუაცია მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მესიმ ყველას გვაჩვენა, რომ მის კარიერაში ოჯახს საკმაოდ დიდი როლი აქვს, ფული აქ საერთოდ არაფერ შუაშია», - ხავიერ ძანეტის სიტყვებს ციტირებს Goal.com