Blick: კროოსი განვლილ პერიოდს იხსენებს

Blick: კროოსი განვლილ პერიოდს იხსენებს გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი, გამოცემა Blick-თან მიცემულ ინტერვიუში, 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვიყვება.

"ყოველთვის მინდოდა თუ არა საზღვარგარეთ თამაში? სიმართლე გითხრათ - არა. სპონტანური გადაწყვეტილებები მახასიათებს. 2014 წელს, მიუნხენის "ბაიერნთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე, ამის შემდეგ მადრიდის "რეალი" გამოჩნდა. ძალიან გამიმართლა, როდესაც მადრიდში მსოფლიოს ჩემპიონის რანგში მომიწია ჩასვლა. ამის წყალობით, თანაგუნდელებს ესმოდათ, რომ გუნდში ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა. 6 წლის მანძილზე რაც აქ ვარ, ზედიზედ 3 ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."-ციტირებს ტონი კროოსის სიტყვებს გამოცემა Blick

ტონი კროოსი, "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში 2014 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი 30 წლის ფეხბურთელს 48 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.