იან ობლაკი: ჭორები ჩემი ცხოვრების ნაწილია

იან ობლაკი: ჭორები ჩემი ცხოვრების ნაწილია მადრიდის "ატლეტიკოს" კარის დარაჯი იან ობლაკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ, კომენტარს აკეთებს.

”ჭორები, ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ფეხბურთს მთელი გულით ვთამაშობ, ეს მაბედნიერებს. ბავშვობაში ვოცნებობდი, არა მხოლოდ დიდ ფეხბურთზე, არამედ დიდ ემოციებზე. ამ დღეებში კონცენტრირებული ვიყავი ეროვნულ გუნდში თამაშზე, რათა თანაგუნდელებთან კარგად წარმომეჩინა საკუთარი თავი. ჩვენ ვემზადებოდით საბერძნეთთან და მოლდოვასთან გასამართი მატჩებისთვის.

მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია. მაშინაც კი, თუ იმის დრო მექნებოდა, რომ მეფიქრა მომავალზე, მოცემულ მომენტში ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება” - ციტირებს გამოცემა AS-ი ობლაკის სიტყვებს.

ესპანეთის ჩემპიონატის განვლილ სეზონში, ობლაკმა 38 მატჩი ჩაატარა. გაუშვა 27 გოლი და შემოგვთავაზე 89 სეივი. საბოლოო ჯამში "ატლეტიკომ" მესამე ადგილი დაიკავა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.