მილანმა შესაძლოა კალაბრიო სევილიაში ან ბეტისში გაუშვას

მილანმა შესაძლოა კალაბრიო სევილიაში ან ბეტისში გაუშვას ცნობილი სპორტული გამოცემა Football Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიური გრანდის აღზრდილისთვის, დავიდე კალაბრიოსთვის, სევილია და ბეტისი იბრძოლებენ.

transfermarkt-ის ინფორმაციით 23 წლის იტალიელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 9,5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა როსონერის მესვეურებს კალაბრიოს სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება უნდათ.

განაპირა მცველს მოქმედი კონტრაქტი მილანთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. კალაბრიო როსონერის U19-დან ძირითად გუნდში 2015 წლიდან ირიცხება.

მიმდინარე სეზონში 23 წლის იტალიელმა სერია A-ში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჯამში ერთი გოლისა და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.