დანილ მედვედევი: «US Open შეიძლება ჩორიჩმა მოიგოს»

შეგახსენებთ, რომ რუსი სპორტსმენი 2020 წლის US Open-ის ტურნირზე ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც არცერთი სეტი არ წაუგია.
«სიმართლე გითხრათ ამ ფაქტს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს შემდეგ მატჩს. მაგალითისთვის ჩორიჩმა ექვსი მატჩბოლი მოიგერია. შეიძლება სწორედ ის გახდეს ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული. დიდი მნიშვნელობა არ აქვს წაგებული გაქვს თუ არა სეტი.
ეს არაფერს არ ნიშნავს. დიახ შესანიშნავია, რომ ეს ენერგია შევინარჩუნე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი სლემის ტურნირზე. ძალიან მიხარია. შესანიშნავი ჩოგბურთის დემონსტრირებას ვახდენ. ვიმედოვნებ, რომ ბევრი ასეთი მატჩი მექნება», - მედვედევის სიტყვებს ციტირებს ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე რუსმა ჩოგბურთელმა ფრენსის ტიაფო გაანადგურა. მედვედევის მორიგი მეტოქე თანამემამულე ანდრეი რუბიოვი იქნება.