ხამესი: ამ ტრანსფერის გამო ძალიან ბედნიერი ვარ

”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში ჩემი ტრანსფერი შედგა, ეს არის კლუბი, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს და ჰყავს მწვრთნელი, რომელიც პირადად მიცნობს. ბევრი რამის მიღწევა მსურს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტიტულების მოპოვება. "ევერტონში" იმისათვის მოვედი, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე, კიდევ უფრო უკეთესი გავხდე. აქ ჩამოვედი, რათა გუნდს გამარჯვებებში დავეხმარო. სანახაობრივი და მიმზიდველი ფეხბურთი ვითამაშო. დარწმუნებული ვარ, კარლო ანჩელოტისთან და მის თანაშემწეებთან ერთად, ჩვენ დიდი საქმეების კეთება შეგვიძლია. ანჩელოტის აქ ყოფნა ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც ჩემი ევერტონში მოსვლა განაპირობა.
ძალიან კარგი პერიოდი მქონდა, როდესაც მასთან ერთად მადრიდის "რეალში" და მიუნხენის "ბაიერნში" ვმუშაობდი. ეს სერიოზული არგუმენტია.” - ციტირებს კოლუმბიელი ნახევარმცველის სიტყვებს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.