«ტორონტო» 89 — 111 «ბოსტონი»

«ტორონტო» 89 — 111 «ბოსტონი» NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მეხუთე შეხვედრა გაიმართა ტორონტო რეპტორსსა და ბოსტონ სელტიკსს შორის. ბრედ სტივენსის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ანგარიშით 89:111 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სელტიკსის კალათბურთელი ბრაუნი გახდა. ამერიკელის ანგარიშზე 27 ქულა და 6 მოხსნაა. ტორონტოს რიგებში თავი ვანვლეეტიმ გამოიჩინა, რომლის მონაგარიც 18 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა.

ბოსტონ სელტიკსისა და ტორონტო რეპტორსის მორიგი დაპირისპირება 10 სექტემბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.


NBA პლეი-ოფი
1/4 ფინალური ეტაპი

მეხუთე მატჩი

«ტორონტო» — «ბოსტონი» — 89:111 (11:25, 24:37, 28:25, 26:24)

სერიის ანგარიში: 2-3


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.