«ტამპა» 8 — 3 «აილანდერსი»

ლაითნინგის რუსი თავდამსხმელი ნიკიტა კუჩეროვი გოლითა და ოთხი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ ანდრეი ვასილევსკიმ 25-დან 23 შაიბის მოგერიება მოახერხა.
NHL-ის პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შედეგიანობით ნიკიტა კუჩეროვი ტამპას რეკორდსმენი გახდა და მარტინ სან-ლუის გადაუსწრო, რომელმაც 2004 წელს პლეი-ოფში 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Nikita Kucherov has three assists in Game 1 and 15 this postseason overall.
— NHL Public Relations (@PR_NHL) September 8, 2020
He matched the @TBLightning record for most in a playoff year, a mark set by Martin St. Louis during their run to the #StanleyCup in 2004. #NHLStats pic.twitter.com/zHz3ag82Dh
ნიუ იორკის გოლკიპერი სიმიონ ვარლამოვი მატჩის მიმდინარეობისას ცვლილებაზე შემოვიდა. რუსი სპორტსმენის ანგარიშზე 25-დან 20 მოგერიებული შაიბაა.
ტამპა ბეი ლაითნინგისა და ნიუ იორკ აილენდერსის მორიგი დაპირისპირება 10 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.