ანჩელოტი: ბედნიერი ვარ ხამესის ტრანსფერის გამო

ანჩელოტი: ბედნიერი ვარ ხამესის ტრანსფერის გამო "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ხამესი, როგორც ყველამ იცის, ფანტასტიკური მოთამაშეა. მას ბევრი უნარი და საფეხბურთო მახასიათებელი აქვს იმისათვის, რომ მეტოქე გუნდის კართან მომენტები შექმნას. ხამესს ძალიან აინტერესებდა ე.წ ევერტონის პროექტი. ის ძალიან ბედნიერია, იმით რომ შემოგვიერთდა. ამაში მისი დარწმუნება არ დამჭირვებია. ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ხამესი და ალანი, "ევერტონს" გაძლიერების საშუალებას მისცემენ.” - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს გახანგრძლივების ოფციასაც. "ევერტონს" ხსენებული გარიგება დაახლოებით 22 მილიონი ევრო დაუჯდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.