სამუელ ეტო'ო: მოხარული ვარ მესის გადაწყვეტილების გამო

სამუელ ეტო'ო: მოხარული ვარ მესის გადაწყვეტილების გამო "ბარსელონას" ყოფილი შემტევი სამუელ ეტო'ო კომენტარს აკეთებს არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის გადაწყვეტილების შესახებ.

"შემდეგ სეზონში "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდება. ამასთან ერთად ჩემი სურვილია "მალიორკა", რომელიც მუდამ ჩემს გულშია, უმაღლეს ჩემპიონატს დაუბრუნდეს. მესი ჩემთვის შვილივით არის. ბედნიერი ვარ, რომ მან "ბარსელონაში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ გუნდს უფრო მეტი მოთამაშე ესაჭირობა, ისინი ვინც "ტიკი-ტაკას" ამჯობინებენ და არ ირჩევენ ისეთ სტილს, რომელიც საჯარიმოდან-საჯარიმომდე თამაშს ითვალისწინებს ."- ციტირებს გამოცემა AS სამოელ ეტო'ოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლეო მესიმ გასული სეზონის ბოლოს, "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი ეს სურვილი კლუბმა არ დააკმაყოფილა და ფინანსური ჯარიმებიც კი დაუწესა. საბოლოო ჯამში, კლუბის დატოვების ერთადერთი გზა სასამართლოზე გადიოდა, რაზეც მესიმ უარი განაცხადა და "ბარსელონას" რიგებში კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.